რა არის IFRS?


საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად, თანდათან ჩამოყალიბდნენ ტრანსნაციონალური კომპანიები, როცა მთავარი საწარმო ერთ ქვეყანაშია, ხოლო შვილობილი საწარმოები და ფილიალები კი სხვა და სხვა ქვეყნებში მდებარეობენ. ასეთ ვითარებაში უცხოელი ინვესტორები და მესაკუთრეები მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, აქტივების შეფასების, შემოსავლებისა და ხარჯების აღარების, მოგების განსაზღვრის და სხვა სააღრიცხვო მიდგომები სხვა და სხვა ქვეყანაში ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა, ასეთმა განსხვავებებმა კი არაერთი დაპირისპირება წარმოშვეს.

მსგავსი ფინანსური გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, 1973 წლის ივნისში, ლონდონში, გაეროს ეგიდით, 10 ქვეყნის (ავსტრალიის, კანადის, გერმანიის, იპონიის, მექსიკის, ნიდერლანდების, ინგლისის, აშშ-ს) წარმომადგენლობითი სააღრიცხვო ორგანოს მიერ შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტი, რომელსაც დაევალა შეესწავლა მსოფლიოში არსებული სააღრიცხვო წესები და მიდგომები და მათგან საუკეთესო გამოეცა, როგორც საერთაშორისო სტანდარტი. კომიტეტმა 1975 წლიდან დაიწყო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოცემა, 2001 წლის ცვლილებების შედეგად კი მას IFRS (International Financial Reporting Standards) ანუ ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს) ეწოდა.

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშგებები, იმისთვის, რომ დაცული იყოს ფინანსური ანგარიშგების შემდეგი ორი ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებელი: შესაბამისობა და სანდოობა.

  • შესაბამისობა ნიშნავს, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საწარმოში მომხდარი ეკონომიკური მოვლენების შესაბამისი და გააჩნდეს საპროგნოზო ან დამადასტურებელი თვისება, რითაც გამოსადეგი იქნება გადაწყვეტილების მიღების დროს.
  • სანდოობა ნიშნავს, რომ ინფორმაცია უნდა იყოს სრულყოფილი (მოიცავდეს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, რაც ნათელ წარმოდგენას შექმნის საწარმოს ეკონომიკური მოვლენების შესახებ), ნეიტალური (არ უნდა იყოს რაიმე წინასწარ განსაზღვრული თვალსაზრისით მომზადებული) და ობიექტური.

არსებობს ფინანსური აღრიცხვის კიდევ ოთხი დამატებითი ხარისხობრივი მახასიათებელი, რომელიც ამაღლებს ინფორმაციის სარგებლიანობას. ესენია: შესადარისობა, შემოწმებადობა, აღქმადობა და დროულობა.

  • შესადარისობა ისეთი ხარისხობრივი მახასიათებელია, რომელიც განსხვავებულ (ან სხვა და სხვა) ელემენტებს შორის მსგავსებისა და განსხვავების დადგენის და გააზრების საშუალებას იძლევა. სხვა და სხვა საწარმოების ინფორმაცის შესადარისობა მიიღწევა ფინანსური აღრიცხვის საერთო მეთოდების გამოყენებით. შესადარისობის ხარისხი ეცემა, როდესაც ნებადართულია ფინანსური აღრიცხვის ალტერნატიული მეთოდები. ამდენად შესადარისობა ნიშნავს სხვა და სხვა საწარმოს მიერ, ან ერთი საწარმოს მიერ სხვა და სხვა პერიოდში ერთი და იგივე მუხლების მიმართ ერთი და იმავე მეთოდების გამოყენებას.
  • შემოწმებადობა მომხმარებელს ეხმარება დარწმუნდეს რამდენად სწორადაა ინფორმაცია წარდგენილი. შემოწმებადობა შეიძლება იყოს პირდაპრი და არაპირდაპირი. პირდაპირი შემოწმებადობა ნიშნავს, როცა მონაცემების შემოწმება შესაძლებელია უშუალო დაკვირვების გზით (მაგ. ფულადი თანხების დათვლა), ხოლო არაპირდაპირი შემოწმებადობა ნიშნავს მოდელის ამოსავალი მონაცემების, ფორმულების და მოდელის სხვა ელემენტების დამოუკიდებლად გამოანგარიშებას (მაგ. მატერიალური მარაგების საბალანსო ღირებულების შემოწმება).
  • დროულობა ნიშნავს, რომ ინფორმაცია მის მომხმარებელს მიეწოდოს იმ დროს, როცა შეუძლია გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებებზე. ზოგჯერ შეიძლება ინფორმაცია დროული იყოს დიდი ხნის შემდეგაც, მაგალითად თუ მიზანს ტენდენციების შესწავლა წარმოადგენს.
  • აღქმადობა ნიშნავს, რომ რთული ეკონომიკური მოვლენები მაქსიმალურად გასაგებად იქნას წარმოდგენილი. ეს მოითხოვს კლასიფიცირებას, სისტემატიზაციას, ნათლად და ლაკონურად ინფორმაციის წარმოდგენას.

ფინანსური ინფორმაციის სარგებლიანობა მჟღავნდება მაშინ, როდესაც ზემოთხსენებული მახასიათებლები მაქსიმალურად დაცულია. სწორედ ამ საერთო მიზნების მისაღწევად ჩამოყალიბდა ფინანსური ელემენტების საერთო სტანდარტები IFRS.

თამარ გოგოლაძე
24-09-2019

სტატიები

5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის,რა ...

05-11-2019       ანა ანდღულაძე   
რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

29-10-2019       ანა ანდღულაძე   
მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნე ...

24-10-2019       ანა ანდღულაძე   
როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

15-10-2019       ანა ანდღულაძე   
რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გ ...

01-10-2019       ანა ანდღულაძე   
რა არის IFRS?

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშები, იმისთვის, ...

24-09-2019       თამარ გოგოლაძე   
ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი ...

17-09-2019       ანა ანდღულაძე   
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება

ბიუჯეტის(ინგლ.budget=ტომარა)ისტორია ინგლისიდან იწყება, როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ით ...

10-09-2019       მარიამ ნადირაშვილი   
ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ...

03-09-2019       ნანა ნაკანი   
ERP საცალო გაყიდვებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალეს საცალო ვაჭრობის სფერო. სრულიად შეცვლილია პროდუქციისა და ს ...

27-08-2019       ანა ანდღულაძე   
უხილავი თანამშრომელი

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით ...

20-08-2019       ანა ანდღულაძე   
ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტი ...

13-08-2019       ანა ანდღულაძე   
კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობა ...

05-08-2019       ანა ანდღულაძე   
ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP ...

01-07-2019       ანა ანდღულაძე   
რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნე ...

25-06-2019       ანა ანდღულაძე